The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი II დადიანი

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
დაკრძალვის ადგილი:ხობის მონასტერი
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

ოდიშის(სამეგრელო) ერისთავი 1345-1384წწ.; ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული; გიორგი II დადიანს, ოდიშის საერისთავოს გარდა, ემორჩილებოდა გურიის საერისთავო და სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი(ბალს ქვემო სვანეთი); მისი ვაჟით კახაბერით დაიწყო გურიის საერისთავოს ბოლო დინასტია; გიორგი II დადიანს დიდი ღვაწლი მიუძღვის ბედიის მონასტრის კომპლექსის განახლებაში; მისი ფრესკა მეუღლესთან, დედოფალ მარეხთან ერთად, გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე; დიდი ღვაწლი დასდო ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


გააზიარე: