Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჯიოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1951-1954წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1955-1957წწ. მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად; 1957 წლიდან - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგედ; 1983-1992წწ. შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 100-ზე მეტი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში გამოკვლეულია ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიის აქტუალური პრობლემები; განხილულია ისტორიული შემეცნების სპეციფიკა; გაანალიზებულია ისტორიული აუცილებლობის ნატურალისტური გაგების მცდარობა. ისტორიული აუცილებლობა გაპირობებულია ისტორიაში ღირებულებით, დეტერმინაციის არსებობით. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს ღირებულებით დეტერმინაციას და მაშასადამე, ღირებულებათა გარკვეულ ობიექტურობასაც. იგი კულტურას განიხილავს როგორც ადამიანის მოღვაწეობის იმგვარ სპეციფიკურ ფორმასა და შედეგს, რომელიც გამოხატავს ადამიანის ქმნადობას, მის ჰუმანიზაციას. იკვლევდა აგრეთვე უახლესი დროისა და თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიურსა და სოციოლოგიურ თეორიებს, აკრიტიკებდა და ხშირად იყენებდა მათ თავისი კონცეფციის გადმოცემისას. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღირებულებების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების სერია, მათ შორის, თბილისშიც (1974 წელს), რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კიტა მეგრელიძის ფილოსოფიურ შეხედულებათა გამოკვლევის საქმეში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11, თბ., 1987, გვ. 566-567; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი .-ბათუმი, 2004. -გვ.212-213; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.104 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |