The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დოდისი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

XII საუკუნის ქართველი კალიგრაფი; მოღვაწეობდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში; 1156 წელს გადაუწერია სვინაქსარი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H 1661); ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით, ერთ სვეტად, წერილი, ლამაზი, თანაბარი ასოებით; უხვადაა გამოყენებული სინგური (საზედაო ასოები, ცალკეული სტრიქონები), რაც ფურცლებს დეკორატიულ და სადღესასწაულო იერს ანიჭებს; წიგნის დასაწყისში გამოსახულია ქართული ორნამენტებიან თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, ბოლოში მოხსენებულია გადამწერის სახელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


გააზიარე: