შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაწყვერელი![]()
ბიოგრაფიააწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით X საუკუნის I ნახევარში; მოხსენებულია ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა" და გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"; გიორგი მაწყვერელი ყოფილა შუარტყლის ხევიდან, წარჩინებული ოჯახიშვილი; საეკლესიო აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში; იცნობდა სერაპიონ ზარზმელს და დასწრებია მის დაკრძალვას; სერაპიონის შესახებ შემდეგ ცნობები მიუწოდებია ბასილი ზარზმელისათვის; გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება და შინაომი იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო; ამ განუკითხაობის ჟამს გიორგი მაწყვერელმა "ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი"; კ. კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისათვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა; გიორგი მაწყვერელი შერაცხეს წმინდანად, ხსენების დღეა 2(15) აპრილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.28
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |