The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რაჭის ერისთავი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1787
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

რაჭის ერისთავი 1785-1787წწ., როსტომ რაჭის ერისთავის ძე; 1769 წელს, როდესაც სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გიორგი რაჭის ერისთავი ცალი თვალით დააბრმავეს და დაპატიმრეს; იმავე წელს საპყრობილიდან გაიქცა და სტამბოლს შეაფარა თავი; აქ ის სულთნის სამსახურში ჩადგა "ქიორ-ბეგის" სახელით; 1784 წელს სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია; 1785 წელს იმერეთის მეფემ დავით II-მ გიორგი რაჭის ერისთავი ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.32


გააზიარე: