შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქსნის ერისთავი![]()
ბიოგრაფიაქსნის ერისთავი 1774-1777წწ., ყულარაღასი(მეფის მცველი); ხშირად ეურჩებოდა ერეკლე II-ს და ლეკთა დაქირავებული რაზმით არბევდა ქართლის სოფლებს; 1777 წელს აჯანყდა და ქსნის საერისთავოს ციხეები გაამაგრა; ერეკლე II-მ შესარიგებლად მოციქულები გაუგზავნა, მაგრამ გიორგი ქსნის ერისთავი არ დაემორჩილა; მაშინ მეფემ გიორგი და ლევან ბატონიშვილების მეთაურობით ჯარი გაგზავნა საერისთავოში. მათ საერისთავოს ციხეები აიღეს, ერისთავი შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს(1777 დეკემბერი); ერეკლე II-მ გიორგი ქსნის ერისთავს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ საერისთავო გააუქმა, მისი დიდი ნაწილი სახასოდ გამოაცხადა და გიორგი და იულონ ბატონიშვილებს გადასცა; ერისთავის შვილებს დარჩათ მცირე მამული გვერდისძირზე და შიდა ქართლში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.32
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |