შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. 1919 წელს დააარსა გაზეთი "ზვირთი"; 1919-1921წწ. გაზეთ "სახალხო ფურცლის" რედაქტორი; 1923 წლიდან სსრ კავშირის ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებული საქართველოში; 1925 წლიდან ასფსრ წარმომადგენლის მოადგილე მოსკოვში; 1926-1928წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1929 წლიდან ასფსრ-ის მუდმივი წარმომადგენელი სსრკ სახკომსაბჭოში, შემდეგ - ბერლინში მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრი; 1930 წლიდან ცეკავშირის გამგეობის წევრი, მერე კი ასფსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი; 1933-1936წწ. ჯერ საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორი, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარი. როგორც "ხალხის მტერი და სამშობლოს მოღალატე", 1937 წელს დახვრიტეს. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, სამეურნეო მუშაკი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |