Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალაქია ტოროშელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების - "ბრძოლისა" და "კავკაზსკი რაბოჩის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1921-1922წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 1922-1924წწ. ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე; 1928-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი; 1931-1936წწ. საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934-1935წწ. მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; 1936-1937წწ. განათლების სახალხო კომისარი. დახვრიტეს 1937 წელს. პარტიული და საბჭოთა საზოგადო მოღვაწე. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |