The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს; ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი სამართლის დოქტორის ხარისხით 2006 წელს.

2000-2001წწ. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2005-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2011-2014წწ. კავკასიის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2012წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი; 2011-2012წწ. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2006-2014წწ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2017 წელს მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. სამართლის დოქტორი, 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", აღმასრულებელი მდივანი (2015-2016)
  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები", წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თავისუფლების საპარლამენტო ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • კონსტიტუციური სამართალი : სახელმძღვ. ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, საგამომც. სახლი "ინოვაცია", 2010. - 500გვ.. - ISBN: 978-9941-9125-9-7

გააზიარე: