The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ნაკაშიძე

ილია ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კოკჩეტავის ოლქი, ყაზახეთი.

დაამთავრა ქ. ვოროშილოვგრადის სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს.

1976-1978წწ. "საქთევზპრომის" მუშა; 1998 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1988-2009წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1999-2004წწ. ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე; 2009 წლიდან შპს "ჯანმრთელობის ცენტრ მედინას" განყოფილების გამგე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 2014-2015წწ. უნივერსიტეტი "ბაუ ინტერნეიშნალ უნივერსითის" რექტორის მოადგილე; 2016-2020წწ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ბათუმის №72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატი (1997), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ინგრედიენტთა სტრუქტურულ-ციტოქიმიური ცვლილებები ტრავმული შოკის მკურნალობის ეტაპებზე", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრავმული გენეზის კრიტიკული მდგომარეობის დროს სხვადასხვა ორგანოში განვითარებული მორფოფუნქციური ცვლილებები და მათზე პლაფერონ ლბ-ს გავლენა", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.355; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: