The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ღმერთშემოსილი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:1068
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

სასულიერო მოღვაწე, ასკეტი, დაყუდებულად წოდებული; მოღვაწეობდა შავ მთაზე; თავშესაფარი იპოვა "მიუვალი მთის ნაპრალებში", რის გამოც შეყენებულსაც უწოდებენ; მას საქართველოდან წასული გიორგი მთაწმინდელი დაემოწაფა, რომელიც გიორგი ღმერთშემოსილმა სამი წელი მონასტერში დაამკვიდრა, შემდეგ "სქემით აკურთხა და ამით სრულყო მონაზნობა მისი"; მისი კურთხევით და შეგონებით გიორგი მთაწმინდელი ათონზე გაემგზავრა და გააგრძელა ექვთიმე მთაწმინდელის დაწყებული საქმე; გიორგი მთაწმინდელი ქართული ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, მისი ხსენების დღეა 3(16) ივლისი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.33


გააზიარე: