The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ იაშვილი

რევაზ იაშვილი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1996  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1974 წლიდან პროფესორი). მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, პლასტიკურობა, დეკორატიულობა, ეროვნული ტრადიციების ელემენტების ჰარმონიული შერწყმა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: საღვინე ჭურჭლები - "ირემი" (1960), "ხარი" (1963); გააფორმა წყაროები ზედაზენზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966). კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავკრიალა მოჭიქური კერამიკის ფუძემდებელი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.557; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1963 - პრაღის კერამიკის მსოფლიო გამოფენა, ვერცხლის მედალი
  • 1960 - მოსკოვის სასოფლო სამეურნეო გამოფენა, ოქროს მედალი

გააზიარე: