The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი გიგინეიშვილი

ლერი გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 2022  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

1977 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია; 1993–1996წწ. მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველი). ლ. გიგინეიშვილი არის საქართველოში პირველი გლობალური კომპიუტერული ქსელის IBERIAPAC- ის მთავარი კონსტრუქტორი, მან დააპროექტა საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის სისტემა. მეცნიერი ინფორმაციის დარგში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.564; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო -პრაქტიკული საქმიანობისათვის

გააზიარე: