The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ინწკირველი

ლევან ინწკირველი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2010  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

კალათბურთის თამაში 1944 წელს თბილისში, "ნორჩი დინამოელის" გუნდში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი ე. ელენსკი გახლდათ. 3 წელიწადში ის "დინამოში" გადავიდა და 18 წლის მანძილზე (1964 წლამდე) იცავდა საუკეთესო ქართული გუნდის ღირსებას. ამ ხნის განმავლობაში ლევან ინწკირველმა მრავალი მედალი თუ ჯილდო მიიღო. იგი სამჯერ (1950, 1953, 1954) გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვერცხლის მედალსაც სამჯერ – 1959, 1960 და 1961 წლებში დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ორჯერ გახდა – 1948, 1952 წწ.; ლევან ინწკირველმა საბჭოთა კავშირის თასი 1949, 1950 და 1951 წლებში მოიგო. ამას გარდა, იგი არის უამრავი შიდასაკავშირო ტიტულისა თუ პრიზის მფლობელი. 1963 წლიდან ინწკირველმა მწვრთნელობას მოჰკიდა ხელი; თავიდან "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, პარალელურად კი "ნორჩ დინამოელს" წვრთნიდა; 1968-1970წწ. ის თბილისის "დინამოს" თავკაცობდა და პირველსავე  წელს, გუნდს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოაპოვებინა, ხოლო 1969-ში საკავშირო თასსაც დაეუფლა; ამავე წელს "დინამო" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასზე გაიყვანა და ფინალამდეც მივიდა. 1970 წელს მისმა გაწვრთნილმა "ნორჩმა დინამოელმა" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.564; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.306წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1950 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: