The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი იოსელიანი

ლილი იოსელიანი
ოფიციალური სახელი:ელენე იოსელიანი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1922
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 2014  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 1945 წელს. 

1946-1949წწ. იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ხოლო 1949-1957, 1960-1962 და 1965-1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1957-1960, 1962-1963, 1966-1969 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963-1965წწ. თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1969-1972წწ. იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი. ამ თეატრების გარდა ცალკეული დადგმები განახორციელა ქუთაისისა და რუსთავის თეარებში. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში. პროფესორი.

თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.566

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: