შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2004წწ. შპს "სამგორი ჯგუფის" იურისტის თანაშემწე; 2004 წელს თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; 2008 წელს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2008-2011წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2011-2013წწ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. თბილისის მერის მოადგილე; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |