The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძე
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2004წწ. შპს "სამგორი ჯგუფის" იურისტის თანაშემწე; 2004 წელს თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; 2008 წელს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2008-2011წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2011-2013წწ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. თბილისის მერის მოადგილე; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.

წყარო: აქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“, წევრი (2017-)

გააზიარე: