The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი აბუსერიძე

ირაკლი აბუსერიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1977  (41 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით 1999 წელს.

1995-1996წწ. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე; 2000, 2002 და 2004წწ. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2002-2004წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორიაკში" (საფრანგეთი); 2003, 2007 და 2011წწ. "მსოფლიო თასის" თამაშების მონაწილე; 2005 წელს მონაწილეობდა შვიდკაცა რაგბის მსოფლიო თასზე, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი; 2004-2009წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორლიანში" (საფრანგეთი); 2000-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2007-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი; 2009-2013წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ოსერიში" (საფრანგეთი); 2012-2013წწ. სარაგბო კლუბ "არმაზის" მოთამაშე; 2013-2015წწ. საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.  

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები", ფრაქციის მდივანი (2017-)
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წევრი (2014-2016)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ევროპის ერთა თასის მფლობელი 2001, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013 წლებში

გააზიარე: