შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დაჩი ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით 1998 წელს. 2001 წელს სს "გაერთიანებული ქართული ბანკის" შიკრიკი; 2001-2004წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკის" სპეციალისტ-შემფასებელი, მთავარი სპეციალისტ-შემფასებელი; 2004-2008წწ. სს ბანკი "ქართუს" - საკრედიტო მენეჯერი; 2008 წელს სს ბანკი "ქართუს" სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი; 2008-2013წწ. სს ბანკი "ქართუს" სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2013-2016წწ. სს ბანკი "ქართუს" ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N64 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 2020-2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 25-11-2024 - 05-02-2025 საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი; საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2025 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქარტველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |