The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1984  (37 წლის)
კატეგორია:იურისტი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის "მომავლის ლიდერების" კურსი 2015 წელს; 2008-2009 წწ. სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

2004-2005 წწ. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2005-2007 წწ. საპატრიარქოს რადიო "ივერიას" გადაცემის წამყვანი; 2006-2007 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული აზრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2007-2008 წწ. გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი; 2010 წელს დაინიშნა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 2014-2016 წწ. ქ. თბილისის მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №19 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. აქვს თბილისის თვითმმართვლობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტ პუბლიკაციის და წიგნების: "პუბლიცისტური მოდუს ვივენდი" და "მონოლოგი სარწეველას სკამიდან" ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები, თავმჯდომარე (2008-2009)
  • თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2013-2014)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარე (2017-2020)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: