The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, იურისტი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის "მომავლის ლიდერების" კურსი 2015 წელს; 2008-2009 წწ. სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. მადრიდის სენეკას ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო მმართველობის მაგისტრი (Máster en Ciencias Políticas y Gestión Pública); მონტერეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2023); ფლობს ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიულ და რუსულ ენებს.

2021 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში; 2020-2021წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №19 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; 2019-2020წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) საპარლამენტო სამუშო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2016-2017წწ. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2014-2016წწ. თბილისის მთავრობის წევრი; ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2010-2014წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე; 2019 წელს, ზ. გაბუნიას მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე სკოლებში "დედა ენა" დაბრუნდა; მისი თაოსნობით 2022 წელს ლათინურ ამერიკაში და მექსიკაში პირველად გამოიცა "ვეფხისტყაოსანი"; 2023 წელს მეხიკოს ლათინო ამერიკული უნივერსიტეტის მიერ, მინიჭებული აქვს ჯილდო - "უმაღლესი აღიარება დიპლომატიაში ბრწყინვალე და გამორჩეული მიღწევებისათვის";  ზ. გაბუნია არის ელიტარული ინელექტ-კლუბის მთავარი ჯილდოს "ბროლის ბუს" მფლობელი; სამი წიგნის (ორი მხატვრული რომანი და ერთი პუბლიცისტური წერილები) ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები, თავმჯდომარე (2008-2009)
  • თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2013-2014)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარე (2017-2020)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: