შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გოგიჩაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს. 2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში (MMU), სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა; 2004-2006წწ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2006-2009წწ. "თანასწორობის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი; 2004 წლიდან იყო მოქმედი ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 2009 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით, სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა; 2013 წლიდან "კავკასიის სამართლის სკოლის" დოქტორანტი; 2013-2014წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავჯდომარე; 2014-2015წწ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2014 წელს პროექტ "სასამართლოს მონიტორინგის" კოორდინატორი; იმავე წელს გერმანიის ქალაქ გურმერბახში "ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა" გაიარა; 2015-2016წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული "წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის" წევრი; 2016 წელს კოორდინაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პროექტის - "საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის" განხორციელებას; 2016-2020წწ. საქარტველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის". წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |