Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კაკაბაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს. 1945 წლიდან მუშაობდა პრესაში; იყო გაზეთ "მოლოდოი სტალინელის" განყოფილების გამგე, "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1949–1952 და 1964–1976წწ. – გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი; მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძველი სახელწოდება "ფიზკულტურელი" და დაერქვა "ლელო"; 1953–1955წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა ფართო წრეებში; 1961–1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. ავტორია წიგნებისა : "თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), "მეხიკო, მეხიკო" (1972) და სხვა. გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი "სტუდენტები". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.578; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 473 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |