შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977), სსრკ 6-გზის ჩემპიონი (1969, შერეულ წყვილებში მარინა ჩუვირინასთან ერთად; 1972-1976, წყვილებში ალექსანდრე მეტრეველთან ერთად). სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1972, 1975, 1976). 11 წელი შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში: 1966 (10 ნომერი), 1967 (5), 1968 (8), 1971 (7), 1972 (2), 1973 (2), 1974 (2), 1975 (3), 1976 (2), 1977 (2), 1978 (2). მონაწილეობა მიიღო "გრანდ სლემის" 16 ტურნირში (32 შეხვედრიდან 15 მოიგო). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა "დევისის თასის" 15 მატჩში. წლების განმავლობაში იყო ლეილა მესხის პირადი მწვრთნელი. ჩოგბურთელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.579 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |