The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კალანდაძე

ვალერიან კალანდაძე
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1978  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია.

სტუდიის დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა თეატრის დასში ჯერ სტაჟიორად, ხოლო შემდეგ 1937 წლიდან ბალეტის მსახიობად; 1939–1941 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტის მსახიობად და სოლისტ-მოცეკვავედ უკრაინის სიმღერისა და ცეკვის ცენტრალურ ანსამბლში (ქორეოგრაფი ლ. ჩერნიშევა). 1942–1945 წლებში ირიცხებოდა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავედ და  ანსამბლთან ერთად გამოდიოდა ირანსა და ერაყში განლაგებულ საბჭოთა არმიის მებრძოლთა წინაშე. 1945 წლიდან ი. სუხიშვილთან და ნ. რამიშვილთან ერთად დაფუძნებული საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე გახდა; 25 წელი იმოღვაწა ამ ანსამბლში; არის ბუქარესტის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953); 1971 წლიდან მუშაობდა საქართველოს საესტრადო ორკესტრ "რეროს" დირექტორად, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის მოადგილედ.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.581; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: