The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კალანდაძე

დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1978  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია.

1937–1939წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალეტის მსახიობად; 1939–1941წწ. იყო უკრაინის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე; 1942–1945წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე; ანსამბლთან ერთად გამოდიოდა სსრკ–გერმანიის ომში ფრონტის წინა ხაზზე; 1945 წლიდან ახალდაარსებული საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე გახდა (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი). 1971 წლიდან მუშაობდა საესტრადო ორკესტრის "რეროს" დირექტორად.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.581

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1953 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალი (ბუქარესტი)

გააზიარე: