შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ კალოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე; იყო თბილისის "დინამოსა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; 1953–1956წწ. და 1959–1964წწ. ასპარეზობდა თბილისის "დინამოს" რიგებში; ჩატარებულ 279 შეხვედრაში 164– ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება; ზაურ კალოევი გამოირჩეოდა თავით უნაკლო თამაშით; 1959 და 1960 წლებში ორჯერ ზედიზედ გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი, შესაბამისად 16 და 20 გოლით. ფედოტოვის კლუბის წევრი – 139 გოლით. 1953 წლის საბჭოთა პირველობის გათამაშების ვერცხლის მედალოსანი და ორგზის პრიზიორი 1959 და 1962 წლებში. ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი. ერთხელ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.582; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.318 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |