შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა პეტროგრადის სამხატვრო აკადემია 1925 წელს. 1926 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. შექმნა ქართველ მწერალთა, მეცნიერთა, მხატვართა, მსახიობთა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტების მთელი გალერეა. მისი აღზრდილია მოქანდაკეთა ნიჭიერი თაობა როგორებიც იყვნენ: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, გ. ფირცხალავა და მრავალი სხვა. თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ–ერთი ფუძემდებელი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.583 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |