The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1970  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა პეტროგრადის სამხატვრო აკადემია 1925 წელს.

 1926 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. შექმნა ქართველ მწერალთა, მეცნიერთა, მხატვართა, მსახიობთა  და სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა  პორტრეტების მთელი გალერეა.  მისი აღზრდილია მოქანდაკეთა ნიჭიერი თაობა როგორებიც იყვნენ: თ. აბაკელია, ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, გ. ფირცხალავა და მრავალი სხვა. თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ–ერთი ფუძემდებელი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.583

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: