The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ლაფერაშვილი

თამაზ ლაფერაშვილი
სხვა სახელი:პოჩო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 2014  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა საოპერო სტუდიის სპექტაკლებში: მოხუცი ბოშა (რახმანინოვი "ალეკო"), ექიმი (ვერდი "ტრავიატა"); 1961 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ბანი); 1970 წლებში ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სოლისტი; 1992–2004წწ. თბილისის საოპერო თეატრის დირექტორის მოადგილე; 2001 წლამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი); ლაურეატი მოწაფეები: გ. გაგნიძე, მ. კოლელიშვილი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მაცნე, კაც ზვამბაია, ქრისტეფორე, გიორგი, ხუტა, შერგილი (ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "მთვარის მოტაცება", "პირველი სიყვარული", "სამი ნოველა"), მჭედელი (ა. ბუკია "სამი მჭედელი"), მოამბე (ა. შავერზაშვილი "ოიდიპოს მეფე"), მარკიზი (გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"), მაკარი(ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"); კამერული რეპერტუარი: ს. ნასიძე ვოკალური ციკლი "ქართული ხალხური პოეზიიდან" (1969, პირველი შესრულება, შესრულდა ლენინგრადში, უნგრეთში), ვ. აზარაშვილი ვოკალური ციკლი შ. ნიშნიანიძის ლექსებზე(1976, პირველი შესრულება, შესრულდა მოსკოვში, პეტერბურგში), ა. მაჭავარიანის, ო. თაქთაქიშვილის რომანსები; სხვა რეპერტუარი: ფილიპე, ფარაონი, ფერნანდო (ვერდი "დონ კარლოსი", "აიდა", "ტრუბადური"), დონ პასკუალე(დონიცეტი "დონ პასკუალე"), დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), მაზეტო, კომანდორი, ლეპორელო(მოცარტი "დონ ჟუანი"), მეფისტოფელი (გუნო "ფაუსტი"), ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბერტრანი, რენე, გრემინი (ჩაიკოვსკი "იოლანტა", "ევგენი ონეგინი"), კონჩაკი (ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკი "ალი"), ალეკო, მოხუცი ბოშა, ბარონი, მალატესტა (რახმანინოვი "ალეკო", "ძუნწი რაინდი", "ფრანჩესკა და რიმინი"), რუსლანი (გლინკა "რუსლან და ლუდმილა"), პორგი (გერშვინი "პორგი და ბესი"), რემენიუკი, მეფე–ტრეფი (პროკოფიევი "სემიონ კოტკო", "სამი ფორთოხლის სიყვარული"), ტაპა (ჩალაევი "მთიელები").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 281; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.301

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: