The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო მეგრელიშვილი

კარლო მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2006  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1952 წელს.

1932–1942წწ. მუშაობდა სამუშაოების მწარმოებლად ამიერკავკასიის სამრეწველო მშენებლობის ტრესტში; ქ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოში - უფროს ტექნიკოსად, საგზაო სამსახურის უფროსის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად, საგზაო სამსახურის უფროსად; 1941-1946წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში სხვადასხვა თანამდებობებზე; დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1950–1961წწ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომში საპასუხისმგებლო პოსტზეა; 1961 წლის სექტემბერში აირჩიეს ქ. თბილსის ორჯონიკიძის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატი; პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი; მრავალჯერ იყო არჩეული პარტიის რაიონული და საქალაქო კომიტეტების, პარტიის რაიკომის ბიუროს წევრად, სახალხო დეპუტატთა რაიონულ და საქალაქო საბჭოს დეპუტატად; იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი; 1968–1978წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1979 წლიდან თბილისის მერიის მთავარი სპეციალისტი, შემდეგ მთავარი მრჩეველი. დაჯილდოებულია სამი ორდენით და რამდენიმე მედლით.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.585; 1979-2006 / თბილ. მერიის განათლ. და კულტ. სამსახური.-თბ.,2006.-გვ.82-83 (dspace.nplg.gov.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქალაქ თბილისის აღმშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1997 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: