The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კარსანოვი

ნიკოლოზ კარსანოვი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2001  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1949 წლიდან მუშაობდა მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; იყო დირექტორი, მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაარსებულ ახლანდელ სამედიცინო ბიოფიზიკისა და ახალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის (1972). მან შექმნა პირველი საქართველოს სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1977).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.587

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1981 - წითელი დროშის ორდენი
  • შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: