შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კარტოზია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1954 წელს. პირველი ქართველი სპორტცმენი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. XVI ოლიმპური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. 2001 წელს გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა თბილისის სპორტის სასახლეს; მიღებული აქვს ფილას ორდენი; საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის (ვერცხლის პრიზი) წოდება. მოჭიდავე (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.587; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.383; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |