შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ნ. ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1972 წელს. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" – (1955-1964) და მოსკოვის "დინამოში" – (1965-1971), სსრკ ნაკრებში (1959-1967). XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 1965), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 1971) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-1977), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-1994).ფრენბურთელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.588; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.304 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |