The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედა კახიანი

იმედა კახიანი
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

1956-1959 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ "საბუდარელ ჭაბუკში" (განასახიერა გოგიტას როლი). გადაღებულია ფილმებში: ზურაბი ("განაჩენი", 1959), ზაზა ("დედის ხელი", 1959), ვახტანგი ("პაპა გიგია", 1960), გივი ("მწვანე ოქრო", 1960), გელა ("თეთრი ქარავანი", 1963), ტატიშვილი ("აფეთქებული ჯოჯოხეთი", 1967), ბარათაშვილი ("24-25 არ ბრუნდება", 1968), ლუკა ("მოლოდინი", 1970), ვარლამი ("ჯვარცმული კუნძული", 1968), ანდრო ("გაქცევა განთიადისას", 1975), პლატონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1977), წულაძე ("დათა თუთაშხია", 1978), გოგია ("მიზანი", 1979), ბაჩანა ("მარადისობის კანონი", 1983), მამა ("დღიურის ჩანაწერი", 1986), ერმილე ("სიცოცხლე ერმილეს"), მეწისქვილე ("ზღვის მაშვრალნი", 1986); მონაწილეობდა ტელესერიალში "ძილის წინ" (2002-2003); მონაწილეობს აგრეთვე ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფება" (1968), "ფეოლა" (1969), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "სემირამიდას ბაღები" (1970), "ცეცხლოვანი ბილიკები" (გორკის სახ. კ/სტუდია 1972), "ჩაძირულნი ქალაქის მაძიებელნი" (1972), "მთვარის მოტაცება" (1972), "სკაპენის ოინები" (1978), "გმადლობთ, რატილი" (1983). კინო მსახიობი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.82; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: