The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედა კახიანი

იმედა კახიანი
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

1956-1959 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტში.

მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ "საბუდარელ ჭაბუკში" (განასახიერა გოგიტას როლი). სხვა როლები: ზურაბი ("განაჩენი", 1959), ზაზა ("დედის ხელი", 1959), ვახტანგი ("პაპა გიგია", 1960), გელა ("თეთრი ქარავანი", 1963), ტატიშვილი ("აფეთქებული ჯოჯოხეთი", 1967), ბარათაშვილი ("24-25 არ ბრუნდება", 1968), ვარლამი ("ჯვარცმის კუნძული", 1968), ანდრო ("გაქცევა განთიადისას", 1975), პლატონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1977) გოგი ("დათა თუთაშხია", 1978), და სხვა. ასრულებს ძირითადად სახასიათო როლებს. მისი საშემსრულებლო მანერა გამოირჩევა აქტიორული ოსტატობითა და შინაგანი სიღრმით. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.82

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: