შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ლიჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2001 წელს(საფორტეპიანო). 1997 წელს გაირა მასტერ კლასი პედაგოგ ჰ. ლეიგრაფთან(ავსტრია, ფორტეპიანო), 2004 წელს სტაჟირება სანტა–ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში, პედაგოგი ს. პერტიკაროლი(იტალია, ფორტეპიანო), 2009 წელს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში, პედაგოგი გ. ოპიტცი(ფორტეპიანო); 2007 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ–პროფესორი(ფორტეპიანო); არის ფესტივალების მონაწილე, ყოველწლიური კონკურსის "Ibla Grand Prize"(იტალია) ჟიურის წევრი; 2013 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 წელს დაარსდა საფორტეპიანო ტრიო "Sempre"(თ. ლიჩელი - ფორტეპიანო, ლ. მჭედლიძე - ვიოლინო, ჰ. ბაბაიანი - ვიოლონჩელო); 2015 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა რეგიონალური კონკურსი; თ. ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: მ. დავითაშვილი "ხორუმი", ც. ცინცაძე პრელუდიები, ფ. ღლონტი საფორტეპიანო კონცერტი N3, ზ. ნადარეიშვილი "საფორტეპიანო ვარიაციები" ს. ცინცაძის თემაზე, ა. მიზანდარის, ვ. აზარაშვილის, რ. კემულარიას ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; სხვა რეპერტუარი: ლისტი ფანტაზია უნგრულ თემებზე, დებიუსი "ბერგამული სუიტა", რაველი "ვალსი", ფრანკი საფორტეპიანო კვინტეტი; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ავსტრია, გერმანია, ტაივანი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი; მინიჭებული აქვს ლოს-ანჯელესის "Global Music Awards"-ისა და "Music Academy Awardes"-ის პრემიები, "წლის საუკეთეასო დისკი" (კომპაქტდისკისათვის "Micheil Travlos. Twenty one Concert Studies. Tamara Licheli – piano" (2021). პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.396-397 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |