The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ლიჩელი

თამარ ლიჩელი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2001 წელს(საფორტეპიანო).

1997 წელს გაირა მასტერ კლასი პედაგოგ ჰ. ლეიგრაფთან(ავსტრია, ფორტეპიანო), 2004 წელს სტაჟირება სანტა–ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში, პედაგოგი ს. პერტიკაროლი(იტალია, ფორტეპიანო), 2009 წელს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მიუნჰენის უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში, პედაგოგი გ. ოპიტცი(ფორტეპიანო); 2007 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ–პროფესორი(ფორტეპიანო); არის ფესტივალების მონაწილე, ყოველწლიური კონკურსის "Ibla Grand Prize"(იტალია) ჟიურის წევრი; 2013 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 წელს დაარსდა საფორტეპიანო ტრიო "Sempre"(თ. ლიჩელი - ფორტეპიანო, ლ. მჭედლიძე - ვიოლინო, ჰ. ბაბაიანი - ვიოლონჩელო); 2015 წელს დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა რეგიონალური კონკურსი; თ. ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: მ. დავითაშვილი "ხორუმი", ც. ცინცაძე პრელუდიები, ფ. ღლონტი საფორტეპიანო კონცერტი N3, ზ. ნადარეიშვილი "საფორტეპიანო ვარიაციები" ს. ცინცაძის თემაზე, ა. მიზანდარის, ვ. აზარაშვილის, რ. კემულარიას ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; სხვა რეპერტუარი: ლისტი ფანტაზია უნგრულ თემებზე, დებიუსი "ბერგამული სუიტა", რაველი "ვალსი", ფრანკი საფორტეპიანო კვინტეტი; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ავსტრია, გერმანია, ტაივანი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია
  • 1997 - მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (საბერძნეთი)
  • გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია)
  • საერთაშორისო კონკურსი "Bradshaw&Buono", II პრემია (აშშ)
  • ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი, სპეციალური პრიზი (გერმანია )
    ჰაიდნის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის
  • საერთაშორისო კონკურსი "Ibla Grand Prize" , I პრემია, გრან პრი, სპეციალური პრიზი (იტალია)
    რაველის და ნაციონალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის

გააზიარე: