The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ლომთათიძე

მურმან ლომთათიძე
დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1955-1962წწ. იყო ქუთაისის ახალგაზრდობის ხალხური ცეკვის ანსამბლის, 1962-1968წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის "საბჭოთა საქართველოს" ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი, 1968-1974წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "სინათლე" მთავარი ქორეოგრაფი; საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1974 წლიდან პროფკავშირების კულტურის სახლის მთავარი ქორეოგრაფი; ქორეოგრაფიული ანსამბლის "თბილისი" სამხატვრო ხელმძღვანელი; დადგმული აქვს ცეკვები: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(ქუთაისის საოპერო თეატრი), ო. თაქთაქიშვილი "მინდია"(მინსკის საოპერო თეატრი, ტარტუს საოპერო თეატრი), სპექტაკლი-კონცერტი "საგალობელი თბილისს". 2016 წელს ქ. ქუთაისში  მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ღირსების მედალი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1972 - მონღოლეთის რევოლუციის ორდენი
  • 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: