შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟორა ლომთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ქ. მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1962 წელს, ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(ვოკალური). 1972 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი), 1998-2007წწ. დირექტორი, პარალელურად 1972 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი), 1974-1976წწ. დირექტორი, პარალელურად 1974 წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, პროფესორი; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ჩალხია, ქრისტეფორე(ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "პირველი სიყვარული"), გელა(რ. ლაღიძე "ლელა"), თავადი ლევანი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გრიბოედოვი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"); სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ჟერმონი, დი ლუნა (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური"), გენრიხ ასტონ, ბელკორე (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", "სიყვარულის ნექტარი"), ალფიო (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ონეგინი, ზარეცკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ალეკო (რახმანინოვი "ალეკო"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.415 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |