შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბელ ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წკადისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის საშუალო ტექნიკური სასწავლებელი 1897 წელს. 1897-1900წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშა, ბაქოს ს.-დ. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1900), რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, "ისკრის" აგენტი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის "ნინას" მოწყობასა და მუშაობაში. 1907-1914წწ. პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ბაქოში, დონის როსტოვში, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1914 წლის ოქტომბერში ტურუხანის მხარეში გადაასახლეს. 1916 წლის გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის დღეებში მონაწილეობდა პეტროგრადის ჯარისკაცთა გამოსვლებში. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |