The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბელ ენუქიძე

აბელ ენუქიძე
Other name:Абдул  (Pseudonym)
Золотая рыбка  (Pseudonym)
Date of birth:3 November, 1877
Date of death:30 December, 1937  (at 60 years)
Category:Politician, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წკადისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის საშუალო ტექნიკური სასწავლებელი 1897 წელს.

1897-1900წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშა, ბაქოს ს.-დ. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1900), რსდმპ ბაქოს კომიტეტის  წევრი, "ისკრის" აგენტი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის "ნინას" მოწყობასა და მუშაობაში. 1907-1914წწ. პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ბაქოში, დონის როსტოვში, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1914 წლის ოქტომბერში ტურუხანის მხარეში გადაასახლეს. 1916 წლის გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის დღეებში მონაწილეობდა პეტროგრადის ჯარისკაცთა გამოსვლებში. საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.17

Member of Organizations

  • პეტროგრადის საბჭოების აღმასკომი, წევრი (1917-)
  • პეტროგრადის სამხარეო რევკომი (1917-)
  • სრულიად რუსეთის საბჭოების მეორე ყრილობა, დელეგატი (1917-)
  • სრულიად რუსეთის ცაკი, საბჭოების პირველი ყრილობა, წევრი (1917-)
  • სრულიად რუსეთის ცაკის სამხარეო განყოფილება, გამგე, პრეზიდიუმის წევრი, მდივანი
  • სსრკ საბჭოების I ყრილობა, სსრკ ცაკის პრეზიდიუმის წევრი, მდივანი (1922-)

Bibliography


Share: