შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1947-1953წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის თანამშრომელი, ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1953-1959წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვეგეტოპათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1959-1960წწ. მოსკოვის თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტ.-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიისა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1950), ნევროლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.17; aversi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |