The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ენუქიძე

სოფიო ენუქიძე
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 1983  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1947-1953წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის თანამშრომელი, ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1953-1959წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვეგეტოპათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1959-1960წწ. მოსკოვის თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტ.-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიისა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1950), ნევროლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.17; aversi.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • მეტყველება და აფაზია : პათოფიზიოლოგიის და პათოფსიქოლოგიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1966. - 215გვ.

გააზიარე: