The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მანთაშევი

ალექსანდრე მანთაშევი
დაბადების თარიღი:1842
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1911  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ალექსანდრე მანთაშევის ქველმოქმედებათა ნუსხაშია მოხუცთა სახლი მთაწმინდაზე (დღევანდელი ზუბალაშვილის ქუჩა), უსინათლოთა სკოლა ავლაბარში, რეალური სასწავლებელი, სავაჭრო სკოლა; 1904-1907წწ. მან დააფინანსა პირველი 835-კილომეტრიანი ნავთობსადენ ბაქო-ბათუმის მშენებლობა; იგი თეატრალური ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი იყო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა თბილისის სომეხთა თეატრალურ საზოგადოებასა და მის დამფუძვნებელ ეგორ პითოევს; იგი იყო "არტისტული საზოგადოების სახლის" მშენებლობის ერთ-ერთი დამფუძვნებელი (შენობაში დღეს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ფუნქციონირებს); ნავთობის მაგნატი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.3; runivers.ru; დიდი რუსული ენციკლოპედია: bigenc.ru



გააზიარე: