შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ერგნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1922-1925წწ. სწავლობდა საქართველოს პროლეტკულტის დარმატულ სტუდიაში. 1924 წლიდან იყო თბილისის "წითელი თეატრის" მსახიობი. 1926-1927წწ. ქუთაისის თეატრის მსახიობი, 1928 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფრაუ ბიუცნერი (ნ. საცის "ფრიც ბაუერი"), კლორიდა (ი. ზაიაიცკის "რობინ ჰუდი"), კაწაწა(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ლედი კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"). თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |