The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ერგნელი

მერი ერგნელი
ოფიციალური სახელი:მარიამ ხერხეულიძე-ყიასაშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:19 მაისი, 1991  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1922-1925წწ. სწავლობდა საქართველოს პროლეტკულტის დარმატულ სტუდიაში.

1924 წლიდან იყო თბილისის "წითელი თეატრის" მსახიობი. 1926-1927წწ. ქუთაისის თეატრის მსახიობი, 1928 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფრაუ ბიუცნერი (ნ. საცის "ფრიც ბაუერი"), კლორიდა (ი. ზაიაიცკის "რობინ ჰუდი"), კაწაწა(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ლედი კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"). თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: