The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ დათეშიძე

რაჟდენ დათეშიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1926
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

რაჟდენ დათეშიძემ საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას, ოჯახში შემონახული ოქროსა და ვერცხლის ძველი მონეტები, XVII საუკუნით დათარიღებული "ვეფხისტყაოსანი" და იშვიათი სურათების კოლექცია გადასცა; 1918-1919წწ. მან 25 000 ოქროს მანეთი გაიღო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თბილისის ოპერის თეატრის დასის შესანახად, რითაც დასი დაშლას, თეატრი კი დახურვას გადაარჩინა; 1919 წელს გამოსცა გალაქტიონ ტაბიძის ლექსების კრებული "არტისტული ყვავილები"; მან თანამოაზრეებთან ერთად რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმის "ქრისტინეს" გადაღებას შეუწყო ხელი; ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.4

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობა, წევრი

გააზიარე: