The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კახიანი

ნიკოლოზ კახიანი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1928  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1910 წელს.

 1910–1914წწ. მუშაობდა  ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრაზე და 4–ჯერ იყო მიწვეული კაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. 1917 წელს აირჩიეს ეკატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანატომიის კათედრის გამგედ. 1919 წლიდან გადმოვიდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას. თუმცა კლინიკა იმ დროს მინიმალური ინვენტარითაც არ იყო აღჭურვილი, კოლექტივმა კახიანის თაოსნობით სერიოზული სამუშაოები შეასრულა. მან თბილისში გააკეთა და შემდეგ საქართველოში დანერგა კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, ტვინის დანამატის ამოკვეთის, თირკმლის და თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულიოზით დაზიანებული თირკმლის სისხლის ძარღვების გადაკვანძის, თავის ქალის ტრეპანაციის, გულის ჭრილობების გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები. ქირურგი, მორფოლოგი, ქართული მეცნიერული ქირურგიული სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1917).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: