The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საულ კახიანი

საულ კახიანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1922
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1994  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1952 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე. 1963–1972წწ. ამავე ინსტიტუტში ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი; 1972 წლიდან პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1986–1992წწ. არჩეული იყი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელო და 2 გამოგონების. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1965).

თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: